ფარმა–რჩევები
მოცვის სასარგებლო თვისებები

მოცვს შეუძლია, დაბლოკოს კიბოს უჯრედები და გამრავლების საშუალება არ მისცეს. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვს იღებდნენ. მოცვი შედის ასევე კოსმონავტების მენიუში.

მოცვი ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ნივთიერებათა ცვლას. პექტინების შემცველობის წყალობით, მოცვი წმენდს ნაწლავებს შლაკებისგან.

მოცვი შესანიშნავი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება და ანტიბიოტიკია. ამის გამო მას იყენებენ ხველებისა და ყელის სხვადასხვა დაავადების დროს. მოცვის სასარგებლო ზემოქმედება აღინიშნება ასევე შარდსასქესო გზების დაავადებების მკურნალობისას.

მოცვის სასარგებლო თვისებებს იყენებენ ასევე კოსმეტოლოგიაში. პრეპარატებსა და საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ეს კენკრა, იყენებენ კანის დატენიანებისთვის, როგორც კანის ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მოცვის ნახარშს იყენებენ ეგზემის, დამწვრობისა და წყლულების დროს.

მოცვის ფოთლისგან დამზადებულ ნახარშს ადამიანებზე ჰიპოტონიური ზემოქმედება აქვს, ანუ არტერიულ წნევას აქვეითებს. ასევე დამტკიცებულია, რომ მოცვი ძალიან კარგად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებზე. მოცვის ფოთლებში და ღეროებში არის ნივთიერებები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

მოცვსა და მის საფუძველზე დამზადებულ სასმელებს იყენებენ თრომბის წარმოქმნისა და მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის. ანტიკოაგულანტის შემცველობის წყალობით ნაყოფი ამცირებს სისხლის შედედებას.

მოცვმა შეიძლება ავნოს ადამიანებს, რომლებსაც ოქსალატურია აწუხებთ, ანუ თირკმლების დაავადება, რომელიც უკავშირდება ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს. ბევრი მოცვის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. ასევე არ არის რეკომენდებული მოცვის მიღება მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები აქვს. უნდა მოერიდონ კენკრის მიღებას ისინიც, ვისაც ალერგია აქვს მოცვზე.
| Print |