ფარმა–რჩევები
ხახვის სასარგებლო თვისებები
ხახვი უძველესი დროიდან თითქმის ყველა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ლამის პანაცეად მიიჩნეოდა.

მისი შემადგენელი ფიტონციდების წყალობით ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ორგანიზმს დაავადებათა მიკრობების სეზონური შეტევებისგან იცავს.

ეს რკინით მდიდარი პროდუქტი ანემიის პროფილაქტიკისთვის საიმედო საშუალებაა. ხახვში ბევრია კალიუმი, ასკორბინის მჟავა და სხვა ვიტამინები და მინერალები. ახლახანს მეცნიერებმა ხახვში უნიკალური ნივთიერება კვერცეტინი – ანტიოქსიდანტი, აღმოაჩინეს რომელიც სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო აქტივობით ხასიათდება. ასევე აღმოჩნდა, რომ მწარე ხახვში გაცილებით მეტი ბუნებრივი შაქარია, ვიდრე ტკბილ ვაშლსა და მსხალში. ხახვი შეიცავს A, B და ჩ ჯგუფის ვიტამინებს, ეთერზეთებს, ასევე კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფტორს, გოგირდს და ფლავონოიდებს.

თავიანი ხახვის წვენი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ადამიანს გაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან იცავს. ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და საკვების მონელების პროცესის სტიმულირებასაც ახდენს. ამ პროდუქტს იყენებენ ჰიპერტონიის, ზოგადი სისუსტის დროს, პოტენციის გასაძლიერებლად, ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად და ასევე გასტრიტის, ჰემოროისა და დიაბეტის დროს.

თავიანი ხახვის წვენი გამოიყენება რევმატიზმის, უძილობის, ნევრასთენიის სამკურნალოდ. ცოცხალი ხახვის "ფაფა" კარგია გრიპის, დერმატიტის, თმის ცვენის, მაზოლებისა და მეჭეჭების სამკურნალოდ და კოღოს ნაკბენის წინააღმდეგაც.

თავიანი ხახვი გამოიყენება კოსმეტიკაშიც – ამ პროდუქტის საფუძველზე დამზადებული ნიღბები კანს კარგად წმენდს და არბილებს.

მწვანე ხახვის ფოთლებში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ბოლქვში. მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, განსაკუთრებით გაზაფხულის ავიტამინოზის დროს. 100 გრამი მწვანე ხახვი უფროსი ადამიანისთვის ჩ ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. მწვანე ხახვის ფურცლებში შედის ასევე კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. ხახვის ფოჩებში არის ასევე ქლოროფილი, რაც სისხლის რეპროდუქციას უწყობს ხელს.

ახალი მწვანე ხახვი ზრდის მადას და ნებისმიერ კერძს დამატებით მომხიბლავობას მატებს.


| Print |