ფარმა–რჩევები
ბანანი მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

ბანანი დეპრესიასთან ბრძოლაში გვეხმარება. მასში ბევრი ტრიფტოფანია - ნივთიერება, რომლისგანაც ბედნიერების ჰორმონი, სეროტონინი გამომუშავდება. ამიტომ ბანანის მიღებისას შესაძლებელია განწყობის გაუმჯობესება.

იგი ერთადერთი ხილია, რომელიც ჩვილ ბავშვებშიც კი არ იწვევს ალერგიულ რეაქციას; ბანანი ორგანიზმში კალციუმს აკავებს, რაც ძვლების გასამაგრებლად არის საჭირო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყავის მოყვარულთათვის.

მასში არსებული ფერმენტების საშუალებით, საკვები, ორანიზმის მიერ უფრო სწრაფად აითვისება.

სასარგებლოა მათთვის, ვისაც ყაბზობა აწუხებს. მისი რეგულარულად მიღება ამ პრობლემას მოხსნის.

ბანანი გვეხმარება გულძმარვის პრობლემისგან გათავისუფლებაში. წყლულოვანი დაავადებისას, გააჩნია კუჭის კედლების ამომფენი თვისება, რითაც იცავს მას აგრესიული ნივთიერებებისაგან, რაც წყლულის შეხორცებასა უწყობს ხელს.

დიარეის დროს ბანანი შესანიშნავი აღმდგენი პროდუქტია. რბილობში დიდი რაოდენობით არსებული კალიუმი გვიხსნის კანჭის კუნთების კრუნჩხვისგან, განსაკუთრებით მათ, ვინც ბევრს ვარჯიშობს. აუმჯობესებს გულ-სისხძარღვთა სისტემის მდგომარეობას, ამცირებს ინფარქტის და ინსულტის რისკს, მკურნალობს ჰიპერტონიას; აუმჯობესებს მეხსიერებასა და ახალი ინფორმაციის აღქმის უნარს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდების დროს;

ბანანის მიღება მნიშვნელოვანდ ამცირებს შეშუპებას.

ფიზიკური დატვირთვის წინ, მისი მიღებით, ვარჯიში უფრო ეფექტური იქნება - შაქრის დონე სწრაფად არ მოიმატებს და ენერგიაც ვარჯიშის ბოლომდე საკმარისი იქნება.

ბანანში რკინის დიდი შემცველობის გამო, იგი აუცილებელი საკვებია სისხლნაკლებლობის დროს;

მის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტები და ამინომჟავები, რომლიც იცავს ორგანიზმს და ამყარებს იმუნიტეტს.

დადებითად მოქმედებს თირკმელების მუშაობაზე. სასარგებლო ნივთიერებები, მიკროელემენტები და ვიტამინები აუმჯობესებს მათ მდგომარეობას, გამოაქვს ქვიშა და კენჭები.

არაჩვეულებრივი საშუალებაა მგზავრობისა და ორსულთა ტოქსიკოზისას გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად.

ბანანის ქერქი კარგი საშუალებაა მწერების ნაკბენების დროს - ბანანის ქერქი შიგნითა ზედაპირით რამოდენიმე წუთით დაიდეთ ნაკბენ ადგილზე.

აქვს სხეულის ტემპერატურის დაქვეითების თვისება. ეს დაგვეხმარება ცხელების და ძლიერი სიცხის დროს.

სიგარეტისთვის თავის დანებების სურვილის დროს, ნიკოტინისადმი დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად, რეკომენდებულია ბანანის ჭამა. დიდი რაოდენობით ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი ორგანიზმიდან ნიკოტინის ნარჩენების გამოდევნას და სიგარეტის გარეშე ცხოვრების ადაპტაციაში გვეხმარება.
| Print |