ფარმა–რჩევები
ბალი სტრესთან და ტკივილთან გამკლავებაში დაგეხმარებათ
გარდა იმისა, რომ ეს ხილი გემური თვისებებით გამოირჩევა, მისი მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოცაა. ჰიპერტონიული დაავადეების დროს იგი ახდენს წნევის ნორმალიზებას. აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი. ჰიპერტონიკებისთვის რეკომენდებულია ერთი თეფში მუქი წითელი ბლის ყოველდღიურად მიღება.

ახდენს ღვიძლისა და თირკმლების მოქმედების ნორმალიზებას.

რევმატიზმის ართრიტის, პოდაგრას დროს ბალი ტკივილის გადატანას აადვილებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ბლის კონცენტრირებული წვენი (1 ს.კ. 3-ჯერ დღეში).

სისხლნაკლებობისას ორგანიზმს რკინითა და სხვა სასარგებლო მინერალებით ამარაგებს.

სპასტიური კოლიტის, ნაწლავის ატონიის, შეკრულობისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების დროს სასარგებლოა მისი კომპოტი და წვენი.

ბალი სასარგებლოა ასევე ნერვული სისტემის პრობლემების - სტრესის, დეპრესიის, უძილობის დროს.

მის რბილობში შედის ვიტამინები В1 და В2, რომელიც დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე, თმასა და კანზე.

ბალი რეკომენდებულია ასევე გაციების დროსაც, რადგან მასში შედის დიდი რაოდენიბით ასკორბინი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვებსა და გულს, იცავს ვირუსებისგან.

თუ თქვენს ორგანიზმს ტონუსი აკლია, ამ შემთხვევაშიც ჩართეთ რაციონში ბალი, რადგან იგი მდიდარია კუმარინებით, რომელთა შემცველობით ჩამოუვარდება მხოლოდ ბროწეულს, ჟოლოსა და წითელ მოცხარს.

ბლის ნაყოფი გამოიყენება ასევე კოსმეტიკაშიც.

ბალი კარგი საშუალებაა წონის დაკლების მსურველთათვის. ცოტაოდენი, დაბალკალორიული ბლის მირთმევა სადილამდე ან ვახშმამდე (მაგრამ არა შემდეგ!) გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, არ გადატვირთავს ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით, შეგიქმნით დანაყრების შეგრძნებას.

ბალს ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს: მისი დიდი ოდენობით მიღებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს, რომლებსაც ნაწლავის გაუვალობა აწუხებთ, ასევე არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის დროს. არ შეიძლება ბლის მირთმევა ჭამის დამთავრებისთანავე: აუცილებელია საკვების მიღებიდან მინიმუმ 30 წუთი გავიდეს.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook