ფარმა–რჩევები
მზის დამწვრობის მიღებისას ატმის ნიღაბი უებარი საშუალებაა
ატმის, სამშობლო ჩინეთია. ამ საოცრად არომატულ ხილს ძალზე სასარგებლო შემადგენლობა აქვს.

მაგნიუმისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა გვიმაღლებს განწყობასა და ხალისს.

ატამი ამაგრებს გულის კუნთს, არის ანტიარითმიული საშუალება, მაღლა წევს რკინის შემცველობას სისხლში და გამოიყენება ანემიების დროს. ასევე ატამი ამუხრუჭებს ქოლესტერინის შეწოვას. აუმჯობესებს კუჭის სეკრეციულ ფუნქციას, კუჭს განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების გადამუშავებაში ეხმარება.

ის აუცილებლად უნდა ჩართონ კვების რაციონში მათ, ვინც ყაბზობითა და გულძმარვით იტანჯება.

განსაკუთრებით ახლა, ცხელ დღეებში ატმის წვნიანი ნაყოფი კარგად ატენიანებს ჩვენი სხეულის უჯრედებს. ამით იცავს კანს გამოშრობისაგან და ნაოჭებისაგან.

რეკომენდებულია ბავშვებისთვის, ავადმყოფობაგადატანილებისთვის, მადის გამაძლიერებლის რანგში.

სტიმულაციას უწევს საჭმლის მონელებას და ააქტიურებს "ზარმაც ნაწლავებს". ვიტამინების, კალციუმის და ფოსფორის დიდი რაოდენობის შემცველობით კი აჯანმრთელებს სახსრებს და რეკომენდებულია ოსტეოქონდროზის და რევმატიზმის დროს.

მზის დამწვრობის მიღების შემთხვევაში, ტკივილის მოხსნის შესანიშნავი საშუალებაა წვრილად დაქუცმაცებული ატმის რბილობის ნიღაბი.

დღე-ღამეში 600 გრამზე მეტი ატმის მიღებას საჭმლის მომნელებელი და სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა მოჰყვება.

ატამი სასარგებლო არც მაშინაა, თუ მას დღის მეორე ნახევარში, სამი საათის შემდეგ მივიღებთ. ეს ცუდად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

იმის გამო, რომ ატამი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, მან შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ალერგიულ და დიაბეტიან ადამიანებს.


Facebook Twitter
თეგები: ატამი /
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook