ფარმა–რჩევები
ჟოლო – გაციების სამკურნალო უებარი ბუნებრივი საშუალება


ჟოლო ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სასარგებლოა მისი როგორც ნაყოფი, ასევე ფოთოლიც.

გამხმარ ნაყოფს გაციების დროს იყენებენ ოფლისმომგვრელ საშუალებად. მისგანვე ამზადებენ სიროფს სხვადასხვა წამლის გემოს გასაუმჯობესებლად.

ნაყოფი შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცენტამდე ორგანულ მჟავას, ჩ, A, B ვიტამინებს.

გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყოფს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ. ამგვარად მომზადებულ 2-3- ჭიქა ნაყენსსვამენ 1-2 საათის განმავლობაში.

ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ხოლო გარეგან სახმარად იყენებენ ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახალდშეგროვებული ნაყოფის ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისათვის.

ტიბეტის მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად.

ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება ფაღარათის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს; მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, სასუნთქით ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.

ყველა ამ შემთხვევაში ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად. 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში). მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.

| Print |