ფერმერის საათი
30 მარტის "ფერმერის საათის" ანონსი

“ფერმერის საათი” ამჯერად სოფელ სხვილისს სტუმრობს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს.

სოფელში ყოველწლიურად ერთიდაიგივე კულტურა ითესება. მხოლოდ ფერმერთა მცირე ნაწილი ითვალისწინებს იმ აზრს, რომ ყოველწლიურად თესლბრუნვა აუცილებელია.

სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთზე ყოველწლიურად ერთიდაიგივე კულტურის თესვა ნიადაგის დაავადებებს იწვევს, რამაც შემდეგ, შესაძლოა, მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.

ნიადაგის ტიპები, დაავადებები და მისი თავიდან აცილების გზები – ნახეთ 30 მარტს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

 


| Print |