ფერმერის საათი
2 დეკემბრის "ფერმერის საათის" ანონსი

ახალციხის მასშტაბით სოფელ სხვილისში ყველაზე მეტი ვაშლი მოდის.

ადგილობრივების უმეტესობა, თავს ჯერ კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ, რომ ვაშლის მოვლა–პატრონობა აღარ უღირთ, რადგან სარეალიზაციო ბაზარი საქართველოში არ არსებობს.

სხვილისელების თქმით, ხეხილის ბაღების ადგილზე დღეს უკვე კარტოფილის მოსავალი მოჰყავთ, რადგან შემოსავალი ამ კუთხით ბევრად მეტია.
სხვილისელები სახელმწიფოს სარეალიზაციო ბაზრების ამოქმედებას სთხოვენ.

რა გეგმები აქვს მეხილეობის განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნახეთ ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

 


| Print |