ფერმერის საათი
"ფერმერის საათი" – ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე

ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – „ფერმერის საათში“ მთის ცხოვრების შესახებ მოგიყვებით.

იმისთვის, რომ შემოსავალი შედარებით გაიზარდოს, წელიწადიში  ხუთ თვეს ფერმერები მთაში ატარებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი გარესამყაროს არიან მოწყვეტილნი. მთაში არ არის ელექტროენერგია, შესაბამისად არ აქვთ ტელევიზორი და მაუწყებლობა.  არ არის ექთანი, არც ვეტერინარი. საჭიროების შემთხვევაში ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, რადგან არ აქვთ ტელეფონი. ბარში დარჩენლ ოჯახის წევრებს კილომეტრობით მოუწესრიგებელი გზის გავლა უხდებათ, იმისთვის, რომ მთაში ნათესავები საკვებით მოამარაგონ და მათი ამბავი მოიკითხონ.  როგორია ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე, რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ფერმერები და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს  –  „ფერმერის საათის“ კითხვებს ახალციხის გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსი რამინ მარტინენკო პასუხობს.

 


| Print |