ფერმერის საათი
"ფერმერის საათი" – აგროდაზღვევის პროგრამა და მოსახლეობის ჩართულობა
აგროდაზღვევის პროგრამა და მოსახლეობის ჩართულობა – ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ადიგენის მუნიციპალიტეტი არაერთხელ აზარალა. დაზიანდა, როგორც სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ვარხანი. რა ხდება სტიქიის შემდეგ სოფელში, რა შემთხვევაში უნაზღაურდებათ ფერმერებს  ზარალი და რამდენად ეფექტურია აღნიშნული აგროდაზღვევის პროგრამა – “ფერმერის საათის” კითხვებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი პასუხობს.

 


| Print |