ფერმერის საათი
18 მაისის "ფერმერის საათის" ანონსი

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში რომ ბრუცელოზია გავრცელებული,

ამაზე “მეცხრე არხმა” სიუჟეტები და გადაცემები არაერთხელ მოამზადა. მრავალწლიანი სტრატეგიის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელში ანალიზები აიღო. ამ დროისათვის, 40–მდე პირუტყვს ბრუცელოზი დაუდასტურდა.  მოსახლეობა ამბობს, რომ ანალიზების აღებით პრობლემა არ გადაიჭრება და მთავარი შემდგომი ღონისძიებებია. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება გვიანდება.

 

როდის დაიწყებს სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციული ღონისძიებების მომდევნო ეტაპს და რაში ხედავენ ადგილობრივები გამოსავალს, ნახეთ 18 მაისს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.


| Print |