კულინარიული შოუ
აპოხტი, ქადა და ჰალვა - მესხური ტრადიციული კერძების სამეული
ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხე, ტრადიციული კერძებით სამცხე-ჯავახეთიც გამორჩეულია. მესხური სამზარეულო მრავალფეროვანი და გემრიელი კერძებით ხასიათდება. წარმოგიდენთ სამ ტრადიციულ კერძს, რომელსაც მესხები ოჯახური რეცეპტების მიხედვით, საუკუნეებია ამზადებენ.

აპოხტის ხინკალი
მასალა ცომისთვის:
  • ფქვილი 1კგ.
  • კვერცხი 1ც.
  • მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
  • აპოხტი 1კგ.
  • ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:

ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხე, ტრადიციული კერძებით სამცხე-ჯავახეთიც გამორჩეულია. მესხური სამზარეულო მრავალფეროვანი და გემრიელი კერძებით ხასიათდება. წარმოგიდენთ სამ ტრადიციულ კერძს, რომელსაც მესხები ოჯახური რეცეპტების მიხედვით, საუკუნეებია ამზადებენ.

მესხური ქადა

მასალა:
  • 3 კგ. ფქვილი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 30 ს.კ. ღორის ქონი
  • 1 კვერცხი
მომზადება:

ფქვილში ჩავყაროთ მარილი და დავასხათ ცივი წყალი. მოვზილოთ ცომი. შუა ზელაში ცომი დავჭრათ დანით დიდ ნაჭრებად დავაფაროთ ჩაის ტილო და დავასვენოთ 10 წუთი. შემდეგ ისევ გადავზილოთ. ასე გავიმეოროთ 3 -ჯერ. გავაკეთოთ 6 გუნდა. ისევ დავასვენოთ ცომი. შემდეგ გავაბრტყელოთ ცომის გასაშლელით. მოვასხათ 3 ს.კ. გამდნარი თბილი ღორის ქონი (შესაძლებელია ღორის ქონი ჩავანაცვლოთ მარგარინით). გადავკეცოთ გვერდები ყველა მხრიდან რათა ცხიმი ყველგან განაწილდეს კარგად. ავიღოთ ცომი და ქვემოდან ხელის ზურგით ვატრიალოთ ისე რომ ცომი ფურცელივით გათხელდეს. შეიძლება ცომი გაიხეს მაგრამ არა უშავს, მთავარია მაქსიმალურად თხელი ცომი მივიღოთ. ჯერ ერთი მხარე გადმოვკეცოთ ნახევრამდე. შემდეგ მეორე მხარე და მოვასხათ 2 სუფრის კოვზი ქონი და ცომის ერთი ბოლოდან გადავკეცოთ წიგნის ფორმაზე. შემდეგ დავასვენოთ კიდევ 10 წუთი და ხელით ცოტა გავასწოროთ. ზემოდან წაუსვათ კვერცხისა და მაწვნის ნაზავი. გამოვაცხოთ გაზქურაში 220 გრადუსზე.

ჰალვა

ჰალვის მოსამზადებლად საჭიროა:
  • ფქვილი;
  • ბაქმაზი (თუთის წვენისგან მოდუღებული სქელი ბადაგი);
  • ერბო ან კარაქი;
  • შაქარი ან თაფლი;
  • წყალი;
პირველ რიგში ფქვილი უნდა მოიხალოს. ოქროსფრად მოხალულ ფქვილში უნდა აურიოთ ბაქმაზი, ერბო, შაქარი და წყალი. ცომი არ უნდა იყოს არც რბილი და არც ძალიან მაგარი. მოზელის შემდეგ მიღებული მასა ხელში უნდა დაამუშაო და თეფშებზე დააკრა.
| Print |