კულინარიული შოუ
როგორ მოვამზადოთ იდეალური პასქა?
ინგრედიენტები:

რძე - 250 მლ
საფუარი - 10 გ
შაქარი - 150 გ
კვერცხის გული - 5
კარაქი - 200 გ
ფქვილი - 650-700
ქიშმიში - 50 გ
ნუში - 50 გ
ცუკატები - 50 გ
ვანილი
მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი - გემოვნებით
1 ლიმონის ცედრა


მომზადების წესები:

თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და 200 გ ფქვილი. დადგით 30 წუთი თბილ ადგილას.
კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი ათქვიფეთ . შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. ეს მასა შეურიეთ საფუვრიან მასას, დაამატეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და აცალეთ აფუება. აფუების შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ნუში, ქიშმიში და ცუკატები. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში 1/3 სიმაღლეზე და ხელახლა დატოვეთ ასაფუებლად. როცა კარგად ამოფუვდება, შედგით გამოსაცხობად 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ასვე ნახეთ:

| Print |