კულინარიული შოუ
ჰასუთა- კიდევ ერთი უცნობი მესხური კერძი
ჰასუთა მესხური კერძია, რომელსაც რეგიონში უძველესი დროიდან მიირთმევენ. მის მოსამზადებლად ადგილობრივები მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებენ.

კერძს მომზადებისთვის დაგჭირდებათ:

  • წყალი - 1 ლიტრი

  • ბაქმაზი - 500 გრამი

  • ფქვილი ან მჭადის ფქვილი - 200 / 300 გრამი

  • ერბო - 100 გრამი

მომზადების წესი:

წყალში გავხსნით ბაქმაზს, ადუღებამდე ამოვუკიდებთ ფქვილს ან მჭადის ფქვილს ნელ-ნელა და ხის კოვზით ჩქარ-ჩქარა მოვურევთ რომ არ დაგორგოლავდეს. რომ შესქელდება ფაფისმაგვარად, კიდევ ცოტა ხანს ამოვზელთ ფქვილის გემო რომ არ ჰქონდეს და დავუმატებთ ერბოს.

კერძი მზადაა. მიირთვით გემრიელად!

რეცეპტი გაგვიზიარა ადგილობრივმა ზაზა ივანიძემ.
| Print |