კულინარიული შოუ
ხილი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ ამ სეზონზე მესხეთში
თუთა არის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი. ამ თვისების საშუალებით, ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს და კანის დასაცავად სპეციალური მალამოებიც მზადდება. ჩინურ მედიცინაში თუთა დღემდე გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო ერთ-ერთ საშუალებად, გარდა ამისა ეფექტურია სისხლის შედედების წინააღმდეგაც.

მესხეთში თუთა ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა. მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს რეგიონში. თუთისგან აკეთებენ: ტყლაპს, ბაქმაზს, თუთის ხმელს, ხდიან არაყს და მურაბას.


დადებითი თვისებები:

  • ანტიოქსიდანტების შემცველობით ორგანიზმში ამცირებს კიბოს რისკს.

  • თუთა შეიცავს რკინას, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და სისხლის შედედებას ეწინააღმდეგება.

  • ასევე ეფექტური საშუალებაა სისხლის გაწმენდისთვის.

  • თუთას ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, თირკმელების გაძლიერება და ღვიძლის გაწმენდაა.

  • ეფექტურად მუშაობს გაციების, გრიპის და ხველების წინააღმდეგაც. მიირთვით ზამთარში თუთის ჩირი, წვენი ან სიროფი.

თუთის უარყოფითი თვისებები:

როგორც ყველა მცენარეს, თუთასაც აქვს უარყოფითი თვისებები.

  • უთა ყველას ორგანიზმში გლუკოზის დონეს ამცირებს, რაც მის უარყოფით თვისებას ხაზს უსვამს.

  • 2010 წელს ფრანგი მეცნიერების მტკიცებით, თუთამ შესაძლოა კანის დაავადებები
    გამოიწვიოს, მათ შორის სიმსივნეც.

  • თუთა ნახშირწყლების შეწოვას ეწინააღმდეგება.

  • თუთა სისხლში შაქარს ამცირებს და აქედან გამოწვეულია ჰიპოგლიკემია.
| Print |