კულინარიული შოუ
მადისაღმძვრელი თათარბერაკი მესხი დიასახლისის რეცეპტით
თათარბერაკი მესხეთის სავიზიტო ბარათია. ეს კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში და თავს იწონებს სტუმრებთანაც. გიზიარებთ თათარბერაკის უგემრიელეს რეცეპტს.

ინგრედიენტები:
  • ფქვილი - 1 კგ
  • მარილი - 1 ს/კ
  • ნიორი -გემოვნებით
  • ხახვი -გემოვნებით
  • მარილი -გემოვნებით
მომზადების წესი:

1 კგ ფქვილს გადავუმატოთ 1 სადილის კოვზი მარილი და მოვზილოთ მკვრივი ცომი. ცომი უნდა დავასვენოთ ცოტა ხანით. დასვენებული ცომი გავშალოთ თხლად, დავჭრათ ოთხკუთხედებად ან სურვილისამებრ მივცეთ პეპლების ფორმა. ავადუღოთ წყალი, ადუღებულ წყალს დავამატოთ მარილი და მოვხარშოთ. მოხარშული მასა ამოვიღოთ ლანგარზე და მოვასხათ წინასწარ ერბოში ან კარაქში მოშუშული ხახვი, დავუმატოთ ნიორი და მაწონი.

მიირთვით გემრიელად!

| Print |