კულინარიული შოუ
ალუბლის მურაბა - სეზონის პოპულარული დესერტის უმარტივესი რეცეპტი
ალუბლის მურაბა სასიამოვნო გემოს გარდა სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა. ალუბლის ვიტამინები აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. ფოლიუმმჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას, C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისაგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.

გიზიარებთ უგემრიელესი ალუბლის მურაბის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • ალუბალი - 3კგ;
  • შაქარი - 3კგ;
  • ვანილი - გემოვნებით;
მომზადების წესი:
კურკა გამოცლილი ალუბალი მოვათავსოთ თასში, დავშაქროთ და გავაჩეროთ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. როდესაც წვენს გამოიღებს დავამატოთ ერთ ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ვადუღოთ მოხარშვამდე, დუღილისას პერიოდულად მოვაშოროთ ქაფი. როცა ალუბლის წვენი შესქელდება მურაბა მზადაა. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ ვანილი გემოვნებით და გადავიტანოთ ქილებში.

გემრიელად მიირთვით!

| Print |