კულინარიული შოუ
ჭანჭურის ტყლაპი მესხეთიდან
ოქტომბერი მესხეთში ჭანჭურის სეზონია. ჭანჭურისგან აქ სხვადასხვა ნუგბარს ამზადებენ. მათ შორისაა ტყლაპიც. ჭანჭურის ტყლაპს მოტკბო-მომჟავო გემო აქვს და მას ძირითადად თხილეულთან ერთად მიირთმევენ.

გიზიარებთ მესხური ჭანჭურის ტყლაპის რეცეპტს.

ინგრედიენტები:
  • ჭანჭური
  • ფქვილი
  • წყალი
  • შაქარი -გემოვნებით
მომზადების წესი:

10 კგ ჭანჭურს დავასხათ 5-6 ლიტრი წყალი და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ წვენი, სურვილისამებრ დავუმატოთ შაქარი და წინასწარ მომზადებულ წყალში გახსნილ ფქვილის მასას შევურიოთ. ფქვილის მასა უნდა იყოს არაჟნის სისქის. დავდგათ ცეცხლზე, უნდა ვურიოთ სწრაფად სანამ ადუღდება და შესქელდება. უკვე მზა მასა წინასწარ გამზადებულ ტილოს ნაჭრებზე დავასხათ ცხელ მდგომარეობაში, გადავანაწილოთ თანაბრად რომ გაშრობის შემდეგ ადვილად მოშორდეს ტილოს და არ დაზიანდეს.

გემრიელად მიირთვით!
| Print |