კულინარიული შოუ
რატომ აცხობენ საშობაოდ გურულ ღვეზელს? - (რეცეპტი)
გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპურია, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. საშობაო კვერს 7 იანვარს ან 14 დეკემბერს, კალანდობას აცხობენ.

რამდენიმე შემორჩენილი ვერსიის მიხედვით, გურული ღვეზელის მთვარის ფორმა – ძველი გურულებისთვის ციურის სხეულების, სიძლიერის ნიშანი იყო.

გურიაში ძველად ღვეზელს აცხობდნენ და მუცლის ლოცვას ასრულებდნენ. ძველად საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე. ასევე ცნობილია, რომ ძველი გურულები ღვეზელისთვის მოხარშულ კვერცხებს 2 დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ და შებოლილი არომატი ღვეზელს განსაკუთრებულ გემოს აძლევდა.

გთავაზობთ გურული ღვეზელის უგემრიელეს რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • რძე
  • მოხარშული კვერცხი
  • კარაქი
  • იმერული ყველი
  • ზეთი - 50.00 გრ
  • მარილი
  • საფუარი - 1.00 სკ
  • ფქვილი - 1.00 კგ
მომზადების წესი:

1 კილო ფქვილს დაუმატეთთბილ წყალი, 1ს/კ საფუარი, მარილი და მოზილეთ ჩვილი ცომი. ბოლოს, შეაზილეთ 50 გრ ზეთი, (კარაქით უკეთესია), როდესაცკარგად ამოვა, დაყავით გუნდებად.

თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, ჩადეთ იმერული ყველი, ცოტა კარაქი, ზემოდან1 მთლიანი, დაჭრილი, მოხარშული კვერცხი. მიეცით მთვარის ფორმა, წაუსვით კვერცხის გული, რძე და გამოაცხვეთ კალკა დაფენილ საცხობ ფორმაზე, 180 გრადუსზე.
| Print |