კულინარიული შოუ
ცხელი შოკოლადი - ცივი დღეების გასათბობად
უქმეებზე სახლში ყოფნა და კომფორტულად, ღუნღულა პლედში გახვეული ჯდომა ალბათ ყველა ადამიანს სიამოვნებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარეთ ზამთრის ცივი დღეებია. ასეთი ამინდის გასახალისებლად გთავაზობთ ცხელი შოკოლადის მომზადებას. ეს სასმელი გაგათბოთ და გაგიხალისებთ უფერულ დღეებს.

ინგრედიენტები:
  • 300 გრამი რძე
  • 1 ს/კ კაკაო
  • 5 გრამი ვანილი
  • 1 ს/კ ყავისფერი შაქარი
  • 30 გრამი შოკოლადის ჩიფსები

მომზადების წესი:

ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ კაკაო, ყავისფერი შაქარი, ვანილი და შოკოლადის ჩიფსები. მასა ადუღეთ 3-4 წუთი და ცხელი შოკოლადიც მზადაა. სურვილისამებრ ჭიქაში შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი, ზეფირი ან ნაღები.

გემრიელად მიირთვით!
| Print |