რეგიონი
გიუმრიში წყალდიდობაა
სომხეთის ქალაქ გიუმრიში წყალდიდობას ებრძვიან. ძლიერი წვიმა, რომელსაც თან სეტყვა მოყვა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
სეტყვა 13 ივლისს, სომხეთის დროით, დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო.
სინოპტიკოსთა თქმით, ერთი საათის განმავლობაში ნალექის რაოდენობამ 81 მმ-ს მიაღწია, რაც ერთი თვის ნორმაზე მეტია.
გიუმრიში დატბორილია ქუჩები, სახლები და ავტომობილები.
გთავაზობთ სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, გიუმრიში არსებუი ვითარების შესახებ.
ვიდეო: SHANT NEWS