საინფორმაციო გამოშვება
გაიგე მეტი COVID 19-ზე - 18.01
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა გაოვლინდა;

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 296-მდე გაიზარდა;

18 იანვრის მდგომარეობით, ორი პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ სასტუმროში, 77 კი კოვიდკლინიკაში გადის;

ახალციხეში 7 წლის ბავშვს მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი დაუდგინდა;

საქართველოში საჯარო და კერძო სკოლებმა სასწავლო პროცესი განაახლეს;

კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, მსურველებს მდინარეში აღარ მონათლავენ;

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა;

როგორ შევინარჩუნოთ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში - რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან;

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა შემცირდა.


| Print |