როგორი ამინდია მოსალოდნელი 24-25 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთში
24 - 25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
დროგამოშვებით მოღრუბლულობა და წვიმაა მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებშიც. უფრო კონკრეტულად, 24 და 25 სექტემბერს პერიოდში, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +20 და +22 გრადუსს, ღამით კი +9 და +10 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +20 და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 და +11 გრადუსს ვარაუდობენ.
ღრუბლიანი ამინდი იქნება ასპინძაში. ტემპერატურა დაიკლებს და დღისით +19 და +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 და +10 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ადიგენში მოღრუბლულობას და წვიმას ვარაუდობენ, დღისით +19 და +18 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +7 და +10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +16 და +17 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +7 და +8 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +14 და +15 გრადუსს, ხოლო ღამით +6 და +7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის დროგამოშვებით იწვიმებს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +16 და +18 გრადუსია, ხოლო ღამით +7 და +8 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +12 და +14 გრადუსია, ხოლო ღამით +5 და +7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გამოიდარებ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 და +27 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +14 და 15 გრადუსი იქნება.