22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ახალციხეს - მუნიციპალიტეტში თოვლს 23 ნოემბერს პროგნოზირებენ.
| Print |
თეგები: თოვლი / ქარი /