სიის ფავორიტია ასპინძის საკრებულო, რომელმაც კატისა და ძაღლის ყოლის წესი განსაზღვრა.
არ უნდა დაგვავიწყდეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი იუმორით, თუ სერიოზული ფრაზებით დაგვამახსოვრეს პანდემიური 2021 წელი.

გელა ნოზაძე: „ფრთიანი ანგელოზები არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ“ - ეს განცხადება გელა ნოზაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. 
გიორგი მელიქიძე: ,,მესმის ჩემი პასუხისმგებლობა და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, საკუთარი ქვეყნის ღირსებას ვიცავ“.
მანუჩარ ჩაჩანიძე:
„პლაკატები არჩევნების დროს არ დამიტოვეს და ახლა სად იქნება შემორჩენილი“ - განაცხადა მანუჩარ ჩაჩანიძემ, როდესაც საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის ვადა ამოიწურა.
პაატა იმნაძე:
„ ძალიან გვაწუხებს სამცხე-ჯავახეთი“ - ეს სიტყვები პაატა იმნაძემ ჯავახეთში ვიზიტის დროს თქვა და მწუხარება გამოთქვა იმუნიზაციის დაბალ მაჩვენებელზე.
თეა წულუკიანი:
„ერთადერთი თქვენთან რაც მომწონს, კარგი ოპერატორი გყოლიათ“- აღნიშნა კულტურის მინსტრმა ახალციხეში ვიზიტის დროს.
თამარ გოგოლაძე:
„ სამი წელია ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ და რა? “- ეს სიტყვები საკრებულოში სხდომის დასრულების შემდეგ თამარ გოგოლაძემ თქვა.
მანუჩარ ჩაჩანიძე:
„ნაციონალები მოდიან, არიქა ქართულ ოცნებას მიეცით ხმა, ოცნება მოდის, არიქა ნაცებს მიეცით ხმა“.

გელა ნოზაძე: „მე და ზაზა მელიქიძე მერვე წელია ერთად ვწევთ მუნიციპალიტეტის ჭაპანს“.

დავით ვედიაკოვი: „ რაგბი გუნდური თამაშია და ეს არის ჩვენი გაჭირვება“
მანუჩარ ჩაჩანიძე:
„სოციალურ ქსელში ვნახე დიდი თიხით დამდგარი გამყრელიძე, რომელიც იცავდა რეგულაციებს, დისტანციურად სვამდა“.

ხათუნა ზახაშვილი: „ ექიმების ნაწილი კონსერვატიულ
ი საზოგადოებაა და ამიტომ არ იცრებიან“.
მანუჩარ ჩაჩანიძე:
„ვინც არ დაიღალეთ, არ შემოხაზოთ ოპოზიცია და ვინც დაიღალეთ შემოხაზეთ, მთავარია არჩევნებზე მოსვლით არ დაიღალოთ“.

გოგა ჩანადირი: "მესხეთი ჯერ კიდევ უცნობია დანარჩენი საქართველოსთვის".
ქეთინო ჯინჭველაძე:
„ ვაქცინაციის შემდეგ ბევრი პრობლემა გადაჭრა კაცობრიობამ“.

| Print |