რეპატრირებული ალიხან პაპა
82 წლის ალიხან ყურაძე ნახევარსაუკუნოვანი მცდელობის შემდეგ ისევ სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს.
გზა გადასახლებიდან დაბრუნებამდე მძიმე და ტრაგიკული იყო.
იმ ღამით, სოფელ აბასთუმანში, დოკუმენტურ ფილმს გვიჩვენებდნენ.
საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით 220 სოფლის ათასობით ადამიანის ცხოვრება რამდენიმე საათში შეიცვალა.
ალიხან ყურაძემ ბავშვობა 7 წლის ასაკში სამუდამოდ დაკარგა.
სამშობლოში დასაბრუნებლად მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში ჩაება.
სამშობლოში დასაბრუნებლად დიდი მსხვერპლი გაიღო.
ცხოვრების გზის დასასრულს მხოლოდ ერთი ნატვრა აქვს – სამშობლოში აღესრულოს.