მესხეთის ერთადერთი მეაკვნე
აკვნის სახეობას მესხეთში ხოჭიჭი ეწოდება. ჩაწვენამდე ჩვილს მარცვლეულის ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. თამაზ ალავიძისთვის საყვარელი დეტალი კამარა, პროცესი კი ,,როკებთან ჭიდაობაა“.

თამაზი ერთადერთია, ვინც სამცხე-ჯავახეთში აკვნებს აკეთებს. დურგლობა მამის ჰობი იყო, თუმცა მან პროფესიად აქცია და ოჯახს ამ ხელობით არჩენს.

44 წლის ასაკში 500-ზე მეტი აკვანი აქვს შექმნილი. გაყიდული აკვნების სიას მამის მსგავსად ტრადიციულად ჟურნალში იწერს.

მესხეთში აკვნებს ძირითადად იფნისა და ფიჭვისგან ამზადებდნენ.


| Print |