,,თვითნასწავლი როკერი ახალციხიდან"
არმენ ანდრანიკიანი ერთადერთი ახალციხელი როკერია.

15 წლიდან გიტარაზე დაკვრა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი მიმდინარეობა აირჩია.

როკს მამა უსმენდა, გიტარაზე კი ძმა უკრავდა. ამიტომ მუსიკა ბავშვობიდან შეუყვარდა.

ვიდეოებს იუთუბში პოპულარიზაციის მიზნით მეგობრის დახმარებით ტვირთავს.

ფიქრობს, რომ არჩეული სტილი საზოგადოების ნაწილს მის მიმართ უარყოფითად განაწყობს.

მოზეს ლემანსი - თვითნასწავლი როკერი დედაქალაქში გადასვლას ამ ფსევდონიმით გეგმავს.

| Print |