ცეკვაზე შეყვარებული დედა-შვილი
სამბას, ჯაივისა და ჩა-ჩა-ჩას ილეთებს ანსამბლ ლომსიას 30 წევრი კვირაში სამჯერ ეუფლება.

ანსამბლის ყველაზე პატარა მონაწილე 7 წლის ბარბარე ჭოჭუაა, რომელსაც ცეკვა დედამ 3 წლის ასაკიდან დააწყებინა.

ქორეოგრაფმა, ქართული ხალხური, მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები 4 წელიწადში შეისწავლა.

ამის შემდეგ ქრისტინე მენაბდიშვილი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ცეკვას ახლა ახალგაზრდებს ასწავლის.

სამეჯლისო ცეკვაზე სიარული 6 წლიდან არის შესაძლებელი.

ანსამბლი ლომსია ახალციხეში 5 წელია ფუნქციონირებს.


| Print |