მესხი მეუნაგირე
ნუგზარ ზედგინიძემ პირველი უნაგირი 47 წლის ასაკში მეგობრის ცხენისთვის შეკერა.

ახლა უკვე, კვირაში ერთ უნაგირს, ოჯახის წევრების დახმარებით კი თვეში 7 უნაგირს კერავს. ბალიშისთვის ხბოს, დანარჩენი დეტალებისთვის კი მსხვილფეხა საქონლის ტყავს იყენებს, მზა მასალას კი 800 ლარად ჰყიდის.

კეხი, წინსაფარი, ბალიში, ქამარი, მუცლის ქამარი, სამკერდული, აღვირი, ლაგამი და საკუდე – ეს უნაგირის აუცილებელი ნაწილებია.

ნუგზარ ზედგინიძე უნაგირის შეკვეთებს ნორვეგიიდან და პოლონეთიდან იღებს.

უნაგირის გარდა, ტყავისგან დანის ქარქაშებს, მონადირის ტყვიამზიდებს, თეატრის მსახიობებისთვის ქალამნებს, მოცეკვავეებისთვის ქამრებსა და ჩოხოსნებისთვის ჩექმებსაც კერავს.



| Print |