ქრისტეს შეწირული ძმები ახალციხიდან
ახალციხელი ძმები ორბელიანები მე-19 საუკუნეში ქრისტიანობისთვის აწამეს.

სასულიერო პირები ვასილი და იოსები მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ.

თურქეთის იმპერიას მესხეთში მაჰმადიანობის გავრცელება ორბელიანების მსგავსი ქრისტიანების გამო უჭირდა.

ისაკ ფაშას ბრძანებით 1806 წელს ძმებს გამაჰმადიანება მოსთხოვეს.

მათი ნეშტი რაბათში, წმ. მარინეს სახელობის ტაძარშია დაკრძალული.

1806 წელს მათ არ შეიცვალეს სარწმუნოება და ისინი როგორც წამებული გმირები ისე არიან შერაცხულნი. როგორც სჩანს , შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ მისი საფლავი ხელუხლებელი დარჩა და ერთ-ერთ საუკეთესო გამოსაჩენ ადგილზეა მათი წარწერა. ძალიან ცოტამ იცის მათ შესახებ, რადგან სამეცნიერო ლიტერატურაში მათ შესახებ ინფორმაცია არ არის.
ქრისტიანობისთვის ეწამნენ, რადგან მათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ხალხში და ძალიან სჯეროდათ მათი. თურქეთის იმპერიას უჭირდა იმ დროისთვის და უნდოდა მაჰმადიდებლობის გავრცელება ასეთი ხალხი კი მათ ხელს უშლიდა.
უარი რომ ეთქვათ ამ ადამიანებს და მიეღოთ მუსლიმობა,რა თქმა უნდა ისინი იქნებოდნენ ძალიან წარჩინებულები თურქეთის სულთნის კარზე და მეორე კიდევ ავტორიტეტს დაკარგავდა თვითონ სარწმუნოება .


ცნობილია,რომ ისინი ორივე აწამეს და მოწამებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ.


| Print |