გეორგიევსკის ტრაქტატს შეწირული ავტორი
ერეკლე მეფის კანცლერის საფლავზე წელსაც მხოლოდ კათოლიკე მონაზვნები გავლენ.

სოლომონ ლიონიძე 1810 წელს რუსეთთან იმერეთის შეერთების გამო ახალციხეში გადმოიხვეწა.

სახელმწიფო მოღვაწის დევნილობის მიზეზი მის მიერ მომზადებული 1783 წლის ცნობილი ხელშეკრულება, გეორგიევსკის ტრაქტატი გახდა.

პატარა კახის მრჩეველი და თელავის კარის დეკანოზის ანდრია ლიონიძის შვილი 1811 წელს, პადრე ნიკოლა ფირალიშვილთან შეფარებული, ეპიდემიით გარდაიცვალა.

სოლომონ ლიონიძე საპატიო ადგილზე, ტაძართან ახლოს დაკრძალეს.

| Print |