ახალი ხელწერა ხელოვნებაში
67 წლის ელგუჯა ჯოხაძე ქვისგან, ძვლისგან და ხისგან ნამუშევრებს ქმნის.

150-მდე ნამუშევრიდან ხის ფესვებით ექვსი ნივთი აქვს შექმნილი. თვითნასწავლმა ხელოვანმა ხეზე მუშაობა 14 წლის ასაკში დაიწყო.

პირველი ნამუშევარი - მარადისობა“ 90-იან წლებში თურქეთში, მეორე რუსეთში, მესამე კი თბილისში გაყიდა.

ნამუშვრების ნაწილი - გრიგოლ ხანძთელისა და თამარ მეფის ძეგლის ესკიზები, მინიატურები, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ორი წელია ინახება.
ხის ფესვებზე მუშაობა, თვალის დაზიანების გამო, შვიდი წლის წინ შეწყვიტა.

ყველაზე ძვირად ნამუშევარი „ვაჟა-ფშაველა“ თბილისში, 15 000$ გაყიდა.

ელგუჯა ჯოხაძეს ხის ფესვებზე მუშაობის გარდა, 400-მდე ლექსი აქვს დაწერილი. ლექსები ძირითადად სიყვარულს, პატრიოტიზმსა და ისტორიას ეხება.


| Print |