სტარტაპერი გოგოები ახალციხიდან
ხუთმა ახალციხელმა გოგონამ ანდროიდის აპლიკაცია ,,GoGeoGo” შექმნა.

,,აპში“ სამცხე-ჯავახეთის საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტისა და განრიგის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ ენაზეა. გოგონათა გუნდი ,,Girl Up Akhaltsike” აპლიკაციას სამი თვის განმავლობაში ქმნიდა. სკოლის მოსწავლე გოგონებმა კონკურსში ,,ტექნოლოგია საქართველოში“ გაიმარჯვეს. გოგონები საქართველოს სახელით აპლიაკციას მსოფლიოს წარუდგენენ. გამარჯვების შემთხვევაში, მოსწავლეები ორი კვირით კალიფორნიის შტატში გაემგზავრებიან .

| Print |