მეექვსე კლასის შემდეგ...
ასპინძაში, სოფელ თოკში 13, ხოლო ვარგავში 10 კომლი ცხოვრობს.

ორ სოფელში ერთი სკოლაა, სადაც სწავლა მხოლოდ 6 წელია შესაძლებელი. 

ორი სოფლის ერთ სკოლაში დავლაშერიძეების ოჯახის ორი ბავშვი დადის. 

ლამარა ფანჯაკიძე სახლში დედაა, სკოლაში კი ორი შვილის მასწავლებელი.

მესამე კლასელ გიორგის და მეხუთე კლასელ დურმიშხან დავლაშერიძეებს გაკვეთილები კლასკომპლექტის ფარგლებში უტარდებათ.

მომავალ წელს დურმიშხანი მე-6 კლასს ამთავრებს, რის გამოც თოკის სკოლის დატოვება მოუწევს. 

დაცლილ სოფელში სკოლა 2016 წელს განახლდა, თუმცა მომავალ წელს ისევ დახურვის საფრთხე ემუქრება.



| Print |