განახევრებული პენსიის იმედად დარჩენილი ოჯახი

 

ბოლაჯურში, სოფლის ბოლოში მცხოვრები ქიმაძეების ოთხსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

 


2013 წელს მოხსნილი სოციალური დახმარების გამო მათი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ოჯახის უფროსს დავით ქიმაძეს 2008 წელს ეპილეფსია დაემართა.

დაავადებამ ბევრჯერ წააქცია და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შეუქმნა.

მიუხედავად ამისა, დავითი ვერც ავადმყოფობის გამო დანიშნულ პენსიას იღებს.

წამლებისა და საკვების შესაძენად ოჯახმა მოხუცი დედის პენსია უნდა იკმაროს.

წინასწარ გამოტანილი სესხის გამო მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 120 ლარია.

ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას დაზიანებული სახლიც ართულებს.

ნესტიან სახლში, სადაც ისინი ცხოვრობენ, წვიმიანი ამინდის შემდეგ მუდმივად წყალი დგება.

 


| Print |