,,ჩამოდით საქართველოში“ (ვიდეო)
ნატალია გოლოვაჩოვა საქართველოს ტიუმენიდან წელს მეხუთედ ესტუმრა.

პუტინის ემბარგოს მიუხედავად, მეგობრებსა და ნათესავებს საქართველოს სანახავად ეპატიჟება.

ახალციხის ციხის დათვალიერებისას, აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ხალხი უყვარს.

2019 წლის 5 თვის მონაცემებით საქართველოში რუსეთიდან 550 000 ადამიანია შემოსული.

ექსპერტთა გათვლებით, ტურისტული შემოსავლები 250-300 მილიონი ლარით შემცირდება.

ნატალია გოლოვაჩოვას მსგავსად, მეგობრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს ლიბიელი ტურისტიც.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ზარალს ის სარგებელი დააბალანსებს, რომელიც ბაზრის დივერსიფიკაციაზე სერიოზულ ზრუნვას გულისხმობს.



| Print |