უშუ და ფილოსოფია (ვიდეო)
როინ რეხვიაშვილი დღის პირველ ნახევარში სტუდენტებს შემეცნების საფეხურებს უხსნის.
დღის მეორე ნახევარში სხეულის ფლობის მეთოდებს ასწავლის.
პროფესორი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში 25 წელია ფილოსოფიას კითხულობს.
თითქმის 20 წელია მსურველებს უშუს ხელოვნებას უსასყიდლოდ ასწავლის.
იდეალიზმის მიმდევარი მიიჩნევს, რომ სულიერებასთან ერთად ადამიანი სხეულს უნდა ფლობდეს.
ფილოსოფოსი ამტკიცებს:
ჩინური საბრძოლო ხელოვნების და „ყველაზე დემოკრატიული მეცნიერების“ სინთეზი კარგ ადამიანებს აყალიბებს.