სუზანას განახლებული ტრადიცია
სუზანა ნახაპეტიანი შვიდი სახეობის ხილისგან ჩირს ამზადებს.
გამომშრალი ვაშლი, ატამი, მსხალი, საზამთრო, ნესვი, ვაშლატამა და გარგარი ნახაპეტიანების ოჯახში საყვარელი და სასარგებლო ტკბილეულია.


ჩემი ჰობი არის ჩირების გაკეთება. პროცედურა მიყვარს ჩირების კეთების.
სახლისთვის ვაკეთებ ცოტ-ცოტას, რაც არის, რამდენიც შემიძლია.
ჩემ მეუღლესაც მოსწონს, მერე ბრინჯის ფლავს ვაკეთებ ჩირებით.
მეგობრებსაც, მეზობლებსაც, ყველას მოსწონს.

სუზანამ ხილის გამოშრობა ხუთი წლის წინ, ტრადიციული მეთოდით დაიწყო
სუზანას ხილის დაჩირვის სურვილი საკუთარ ბაღში მოსავლის მოწევის შემდეგ გაუჩნდა


თავიდან ვაშლი, მსხალი და საზამთრო გავაკეთე, მერე ნელ-ნელა დავამატე, ვიყიდე ნესვიც, გავაკეთე, მომეწონა, მერე ატამიც.
სოფელში ბაღი გვაქვს და იქიდან მოგვაქვს ხილი, ამიტომაც გადავწყვიტე გაკეთება.
საზამთრო, ატამი, შავი ქლიავი. რაც ჩვენია, ჩვენით ვაკეთებ, რაც არა - ვყიდულობ და ვაკეთებ.

სუზანამ ხილის გარდა, ბოსტნეულის გამოშრობაც სცადა

დავამატე ბოსტნეულის ჩირებიც სტაფილო და ბადრიჯანი, მაგრამ მე არ მომეწონა.

ხილის გამოშრობის ტექნოლოგია, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, თავად შეიმუშავა

ვჭრი, პატარ-პატარა ნაჭრებიც შეიძლება და მერე შაქარს ვაყრი ცოტას, ვტოვებ მთელი ღამის განმავლობაში , მერე ვადუღებ ხუთი წუთი, მერე ვაჩერებ. გააჩნია რომელი ხილია, საზამთროს ცოტა მეტი უნდა, მსხალს და ატამს არ უნდა.
ვაშრობ მზეზე, უფრო კარგია მზის სხივები, ვიტამინებს კარგად ინარჩუნებს და უფრო მოსწონთ.

38 წლის სუზანას სამი თვე აქვს, რომ ხილი გამოაშროს

ივლისის თვიდან ვიწყებ ჩირებს, აგვისტო და სექტემბერი, სამი თვის განმავლობაში. თუ სექტემბერში კარგი ამინდია, სექტემბერშიც თავისთავად ვაკეთებ. ჩირებს არ ვყიდი, მაგრამ ჩემს მეგობრებს და მეზობლებს უნდათ, რომ გავყიდო.
ლამაზად ვაფორმებ თეფშებზე და ახალ წელს ყველას ვჩუქნი.

სუზანა აპირებს, რომ ხილის გამოშრობა საკუთარ საქმედ აქციოს, უფრო მეტი სახეობა დაჩიროს და გაყიდოს
| Print |