ცხოვრებისგან დავიღალე - ეშტიელი ქალის ნატვრა
წოვიკ სიმონიანის სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
მარტოხელა ქალი სახურავის შეკეთებას წლებია ითხოვს.

,,ცოტაც რომ იწვიმოს, სახლი „იტბორება“. ხედავთ, წვიმის გამო საწოლი აქედან იქით გადავიტანე, რომ ღამით არ დავსველდე" - წუხს მოხუცი.

რუსეთიდან საქართველოში ქმრის ავადმყოფობის გამო ჩამოვიდა.
ქალს ჯერ შვილი, მოგვიანებით კი მეუღლე გარდაეცვალა.

,,14 წლის იყო ჩემი ვაჟი, როცა ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. მეუღლეც ორი წლის წინ დამეღუპა" - ამბობს წოვიკი.

სოციალურ დახმარების გარეშე დარჩენილი წოვიკ სიმონიანს ერთი ნატვრა აქვს.

,,მხოლოდ სარეცხი მანქანა და სახურავი მინდა, ის რაც ცხოვრებისთვის აუცილებელია, რომ სარეცხი ხელით არ დავრეცხო და წვიმაში არ ვიცხოვრო. თუ შეიძლება, დამეხმაროთ. არც მაცივარი, არც ავეჯი და სხვა არაფერი მჭირდება. მე უკვე ამ ცხოვრებისაგან დავიღალე".



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |