ძაღლების მომვლელი "მეფისწყაროდან"
72 წლის ავთანდილ მერაბიშვილი 2011 წლიდან საკუთარ ფერმაში ძაღლებს უვლის. მას კავკასიური ნაგაზის, კოკერსპანიელის, ჰასკისა და მეცხვარის ჯიშის ძაღლები ჰყავს.

ავთნდილი ძაღლებს ერთგულ მეგობრად აღიქვამს და თვლის, რომ ადამიანის მსგავსად სული მასაც აქვს.

ერთ-ერთი პირველი ძაღლი, რომელმაც ფერმაში ბინა დაიდო, კავკასიური ნაგაზი იყო. ერთგული მეგობრის დაკარგვას ავთანდილ მერაბიშვილის დღემდე გლოვობს.

ავთანდილი ქუჩის ძაღლებს საკუთარი ძაღლებისგან არ ასხვავებს.

მეპატრონე ძაღლთან არაადამიანურ მოპყრობას ოჯახში აღზრდის დონით განსაზღვრავს.




გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |