შამათი ორ სვლაში
მეორე კლასელი ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონია.
გოგონა ჭადრაკს სამი წლიდან თამაშობს.

"სამი წლის რომ გავხდი, მეორე დღეს ჭადრაკის ფიგურების დალაგება დავიწყე. შემდეგ ნელ-ნელა თამაშიც ვისწავლე. მომწონს, როცა პოზიციაში ვიგებ, მაგრამ როცა ვაგებ ცოტა გაბრაზებული ვარ და ვცდილობ, თამაში შემოვატრიალო. თამაში მამასთან ერთად მიყვარს, რადგან ის მიხსნის, თუ როგორ შეიძლება ორ ან სამ სვლაში გავაკეთო შამათი". 

შონიების ოჯახში ჭადრაკს ყველა თამაშობს.
ჩემპიონი ინდური გამოგონებით მამამ და პაპამ დააინტერესა.

პირველი წარმატება „ნონა გაფრინდაშვილის“ სახელობის ტურნირზე მოიპოვა,
სადაც თამაში მასზე უფროსი ასაკის ბავშვებთან მოუწია.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


| Print |