საბედო სიზმრიდან
სომეხი ერისთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული „სურბ-სარქისობაა“.

წმინდა სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა.

ახალციხეში დღესასწაულს ოგანჯანიანების ოჯახი წლებია აღნიშნავს.

„ ეს ტრადიცია ჩვენი წინაპრებისგან მომდინარეობს. დიდი ხანია რაც ამ ტრადიაციას მივსდევთ. ბავშვობიდან მახსოვს, როცა დედასთან ერთად „აღი ბლითს“ ვაცხობდით".

ამ დღესასწაულზე დასაოჯახებელი ახალგაზრდები მარილიან კვერებს აცხობენ.

კვერის ძირითადი ინგრედიენტებია - ფქვილი, წყალი და მარილი.

ხალხური გადმოცემის თანახმად, დასაოჯახებელმა ახალგაზრდებმა პარასკევს საჭმელი და წყალი მთელი დღის განმავლობაში არ უნდა მიიღონ.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |