იმედის ზარი გერმანიიდან
გერმანიაში სამთვიანი, ლეგალური მუშაობის მსურველთა შორისაა ადიგენის სოფელ ლელოვანში მცხოვრები კახაბერ ბუიძე. 47 წლის კაცს ოჯახის დატოვება და სამშობლოდან სამი თვით წასვლა ბანკში აღებულმა რამდენიმე სესხმა გადააწყვეტინა. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ყველა გზა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მიწის ნაკვეთების დამუშავება ტექნიკის სიმცირის გამო უჭირს. პრობლემაა ნათესების დროული მორწყვა, მოსავლის შენახვა და რეალიზაცია.

არც მესაქონლეობის საქმე აეწყო. სოფელში საძოვრების სიმცირის გამო, მხოლოდ რამდენიმე სული პირუტყვის შენახვას ახერხებს.

| Print |