სტერეოტიპების გარეშე - ფეხბურთელი გოგოები ახალციხიდან
ახალციხელმა გოგოებმა საქართველოს პირველობისთვის ბრძოლა დაიწყეს. პირველ გასვლით თამაშს 9 მაისს, თბილისში გამართავენ. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ზარზმა“ 70-მდე ფეხბურთელს აერთიანებს. მათგან 25 ძირითად შემადგენლობაშია და ჩემპიონატებში მონაწილეობს.

გუნდის ცენტრალური მცველი, კაპიტნის სამკალურით, ნათია კურტანიძეა. „ზარზმა“ 2013 წელს შეიქმნა, მაგრამ ჩემპიონატებში 2019 წლიდან მონაწილეობს. გუნდის მარჯვენა ფლანგს 17 წლის ანა ბებნაძე იცავს. ახლობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, კლუბის მარჯვენა მცველი თიკა ბლუაშვილია. სოფო დევნოსაძე ფეხბურთს ბავშვობაში ბიჭებთან ერთად თამაშობდა. აბიტურიენტი შაბათ-კვირას სავარჯიშოდ სოფელ კლდიდან დადის.

„ზარზმას“ გოგოებს სჯერათ, რომ ეს დასაწყისია და წინ დიდი წარმატება ელით.

| Print |