ცხოვრება მარტივი არჩევანით
რევაზ კაკაჩიშვილმა ცხოვრება სოფლის მეურნეობას შეალია.
67 წლის ფერმერს ძირითადად კარტოფილი, კომბოსტო და ჭარხალი მოყავს.

,,ფასი ყველაფერს გაბედულად, ელვისებური ნახტომით ემატება, არავითარი 10 ლ და 1 ლარი, თუ ადრე (სათესლე) პაკეტი 75 ლარი ღირდა, ახლა 130 ლარამდე გახდა. ეს რომ გავყიდე, კი ვიყიდე ის, მაგრამ სახლში აღარაფერი დარჩა“

ჩაკეტილი საზღვრებისა და კომენდანტიის საათის გამო მყიდველს სახლში ელოდა.
10 ტონა პროდუქტიდან ნახევარი მიზერულ ფასად ძლივს გაყიდა.

,,ერთი ეგ არის, რომ ჩვენთვის არ ვიწონით არც კომბოსტოს და არც კარტოფილს. აუწონავად ფული გვიზის. მოსახლეოს, საშუალოდ, ერთი ნაკვეთიდან 10 ტონა კომბოსტო და 3 ტონამდე კარტოფილი მოჰყავს. 10 ტონიდან ალბათ 6 ტონას გავყიდიდი 8-10 თეთრად, სად მეყო - პენსიით ვფარავ ნისიებს. მინიმუმ 15-20 თეთრი დაგვიჯდა და გავყიდე 8 თეთრად“

შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახს მენიუზე ფიქრი აღარ უწევს.
გაძვირებული ცხოვრება კაკაჩიშვილებს მარტივ არჩევანს სთავაზობს.

,,დილით შემწვარი კარტოფილი, შუადღით პიურე, საღამოს ამ ორივეს ნარჩენი რაც დარჩება იმას ვჭამთ, სხვას არაფერს, რომ იოლად გამოვიდეთ. იშვიათად თუ მაკარონი ვიყიდეთ. წიწიბურას ისეთი ფასები მისცეს, ბრინჯს და სხვას, რომ აზრი აღარ აქვს. მარტო უნდა დახედო და წამოხვიდე, ის უკვე გყოფნის საკვებად“

ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ საბაზრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა - ორმაგ მიდგომად მიაჩნია.

,,კახეთში როგორ გვარდება? სახელმწიფო ყურძენზე რომ მივა მოსავლის აღების დროს, ეტყვის: ამ ფასში ვიბარებ, შენ ამას გადაგიხდის ქარხანა და სუბსიდირებას მე გადავიხდი, რა გინდა შენ მიიღე. ეს არის კანონი. მანდარინია და სუბსიდირებაა ციტრუსზე, ყურძენზე, ვენახებზე და ჩვენ რა დავაშავეთ კომბოსტო და კარტოფილი პროდუქტი არ არის?“



| Print |