პანდემიის დროს ნაპოვნი საქმე
ქორეოგრაფმა ბესიკ კოვზიაშვილმა პანდემიის დროს ახალი საქმე იპოვა.

,,წავედი მეგობრის „ცეხში“ და იქიდან წამოვიღე ნარჩენები, ჩამოვიტანე სხვადასხვა ფერის, ზომისა და დიზაინის ე.წ. ,,ატხოდები“. გავაკეთე ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე. რა თქმა უნდა, ყველა სხვადასხვანაირი გამოდიოდა, რადგან საშუალება არ მქონდა, რომ მთლიანი დაფა მეყიდა და შეკვეთა ისე დამემზადებინა“.

სხვადასხვა ზომის „ხის“ ნაჭრებით ხატებისთვის თაროების გაკეთება დაიწყო.

,,ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ოჯახისთვის ელემენტარულად საკვები, წამლები და ჰიგიენური საშუალებები მეყიდა. მაგრამ ამ ყველაფერმა იმხელა გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, რომ თითქოს, რაღაც აღმოჩენასთან გვქონდა საქმე“.

ნარჩენებით აწყობილი საქმით ოჯახის გადარჩენა შეძლო. თუმცა გული ისევ ცეკვისკენ მიუწევს.

,,სიზმარში მესიზმრებოდა ყველა რეპეტიცია, ყველა კონცერტი, გამოსვლა და ფესტივალი. იმედი და მოლოდინი იმისა, რომ კვლავ დავუბრუნდები ჩემ საქმეს და ეს ქორეოგრაფიული პაუზა მალე აღმოიფხვრებოდა, ამის მოლოდინში ახალ საქმეს გულით ვაკეთებდი".

,,ბავშვების და მათი მშობლების უმრავლესობა გაზარმაცებული, მოდუნებული, დინამიკურობა, მოტივიაცია და სურვილდაკარგული აღმოჩნდა. კი აღვადგინეთ თითქმის ყველაფერი, მაგრამ დაკარგულია ის მოტივაცია, რომელიც პანდემიამდე იყო“.


| Print |