ჩემი მუსიკასათან კავშირი იწყება ორი წლიდან - ორღანისტი მარინა აკოფაშვილი
მარინა აკოფაშვილი ვალის კათოლიკურ ტაძარში, ორღანზე ექვსი წელი უკრავდა. ,,ულამაზესი ხმის" გამო ორღანს ვეღარ მოწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ნოტები არ უყვარს, დაკვრა თავად ისწავლა. მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, დედამაც სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა შეასწავლა.,,ჩემი გმირი არის ყველასგან გამორჩეული, უზომოდ თბილი, პოზიტიური, ძლიერი და ნიჭიერი ქალბატონი, მარინა აკოფაშვილი, რომელიც ორღანისტია და ბევრი ადამიანი არ იცნობს. ორღანი ძალიან განსაკუთრებული ჟღერადობის საკრავია და ძალიან დიდებულ ხმას გამოსცემს, თუ თქვენც ჩემსავით ერთხელ მაინც მოუსმენთ მას, მიიღებთ სიამოვნების დიდ ტალღას, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდება თქვენს მეხსიერებაში, ასეთივე დიდებული ადამიანია ჩემი გმირი ქალბატონი მარინა'' - ამბობს პროექტის ,, Women's Faces'' მონაწილე სალომე მსხვილიძე, რომელმაც მარინა აკოფაშვილზე ვიდეო მოამზადა.
| Print |