ყველა ადამიანი ამ ქვეყანად მოდის თავისი მისიის აღმოსაჩენად და შესასრულებლად - ნინო ნადირაძე
,,ოჯახსა და კარიერაში ბალანსი ოჯახური ხელშეწყობით მოდის, ვცდილობ ვიყო ის, ვინ ვარ. ყველა ადამიანი ამ ქვეყანად მოდის თავისი მისიის აღმოსაჩენად და შესასრულებლად. ვფიქრობ, რომ ჩემი მისია აღმოვაჩინე და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევასრულო"- ამბობს პედაგოგი ნინო ნადირაძე.

წარმოგიდგენთ პროექტის ,, Women's Faces'' მონაწილის - მარიამ ბოჩიკაშვილის ვიდეოს.

,,მე ვარ მარიამ ბოჩიკაშვილი, ახალციხიდან. ჩემს რესპოდენტს რაც შეეხება, დიდი ფიქრი არ დამჭირვებია ამერჩია თუ არა ეს ადამიანი. რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ მასთან წლების განმავლობაში დიდ დროს ვატრებ და საკმაოდ დიდ გამოცდილებასაც ვიღებ. ის ჩემი დამრიგებელია და ვფიქრობ, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც მასზე შევაჩერე არჩევანი''.

პროექტი ,,Women's Faces'' ხორციელდება ტელეკომპანია ,,მეცხრე არხთან'' თანამშრომოლობით.

| Print |