ერთი მეორის გადასარჩენად
გოჩა პარუნაშვილმა ერთი ობიექტის დაკარგვით მეორე გადაარჩინა.
სესხის გამო სასტუმრო ,,ფიესტა" დათმო და ,,მესხური კოშკი" შეინარჩუნა.

პანდემია მაშინ დაიწყო, როცა ,,მესხური კოშკის" მშენებლობა დასრულდა.
ბუნებრივი თერმული წყლები ტურისტებს იზიდავდა.

რეგულაციის გამო, აუზის დაკეტვამ სასტუმროს დახურვა გამოიწვია.
ხელფასების გადახდა გოჩა პარუნაშვილმა მხოლოდ სამი თვე შეძლო.

სტუმრების მოსაზიდად მეპატრონეს მომსახურების გაიაფება მოუწია.
პანდემიისას უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა ააწყო.

წლის ბოლოს, უკრაინაში, ტურისტულ სააგენტოებთან ხელშეკრულებას დადებს.

| Print |